Story Image

პოლონეთის ისტორიულ ცენტრში, კრაკოვის მთავარ მოედანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან გახსნეს.

საერთაშორისო და პოლონურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით, თავდასხმის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, ხოლო 10-ზე მეტმა პირმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორი პოლიციელია.

პოლონეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად სავარაუდო თავდამსხმელი უკვე დააკავა. შემთხვევის ადგილზე, წმინდა მარიამის ბაზილიკასთან, მობილიზებული იყვნენ მედიკოსები და მაშველები, ხოლო მძიმედ დაშავებულთა გადასაყვანად მოედანზე საჰაერო სასწრაფო დახმარების  ვერტმფრენი დაეშვა.

ტერიტორია სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული. ამ ეტაპზე პოლიცია და პროკურატურა შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობენ თავდასხმის ზუსტი მოტივისა და დეტალების დასადგენად.

ინფორმაცია ახლდება. ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს მოვლენათა განვითარების გასაგებად.