
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის შემადგენლობაში.
პარიზულ კლუბს ამჟამად 12 გინესის რეკორდი უფიქსირდება, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწორედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავს ეკუთვნის. საუბარია ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო სტადიაზე საგოლე მოქმედებების ყველაზე ხანგრძლივ სერიაზე. ხვიჩამ გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა მიჯრით 7 მატჩში შეძლო, რაც ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმაღლეს დონეზე ნამდვილი ფენომენია.
პსჟ-ის შთამბეჭდავი რეკორდები გინესის წიგნში
ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პარიზულმა გუნდმა გასულ სეზონებში არაერთი წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა. კლუბის და ფეხბურთელების ინდივიდუალური რეკორდების სია ასეთია:
- ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის სეზონში - 45.
- ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ფინალში - 5:0 (ინტერთან).
- ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება ჩემპიონთა ლიგის ფინალში - დეზირე დუე (3).
- ყველაზე ხანგრძლივი სერია საგოლე მოქმედებებით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში - ხვიჩა კვარაცხელია (7).
- ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა ჩემპიონთა ლიგის სეზონში - ვიტინია (1602).
- ყველაზე მეტი ლიგა 1-ის ტიტული - 14.
- ყველაზე მეტი ლიგა 1-ის ტიტული ცალკეული მოთამაშის ანგარიშზე - მარკინიოსი (11).
- ყველაზე მეტი ქულა ლიგა 1-ის სეზონში - 96.
- ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ლიგა 1-ში - 36.
- ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია სტუმრად ლიგა 1-ში - 39.
- ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია ლიგა 1-ის სეზონში - 14.
- მოთამაშის ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ლიგა 1-ში - ფაბიან რუისი (51).