
თუ უახლოეს დღეებში შენგენის ზონის შიგნით ფრენას გეგმავთ, გაითვალისწინეთ: პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი აეროპორტის ტერმინალებში, ლეგალურად ყოფნის შემოწმება მკვეთრად გაააქტიურა.
მესაზღვრეები აქტიურ საკონტროლო ღონისძიებებს ატარებენ და მგზავრებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოწმებენ — მიუხედავად იმისა, თუ საიდან ჩამოფრინდით ან საით მიფრინავთ. ევროკავშირის შიგნით გადაადგილება იმას არ ნიშნავს, რომ საბუთებს არავინ მოგთხოვთ.
რა აჩვენა ბოლო რეიდებმა? კონტროლის გამკაცრებას უკვე მოჰყვა დაკავებები:
-
კატოვიცე-პიჟოვიცეს აეროპორტში შემოწმებისას დააკავეს პირები, რომლებსაც უვიზო ლიმიტი 110 დღით ჰქონდათ გადაცილებული.
-
მადრიდიდან ჩამოფრენილი მგზავრი, რომელსაც სამუშაო ვიზა და ფინანსები არ აღმოაჩნდა, იქვე შეამოწმეს და ქვეყნიდან გაძევების პროცედურა დაიწყეს.
-
მხოლოდ ერთ უქმეებზე 15 ადამიანი დააკავეს იმის გამო, რომ ადგილზე ვერ წარადგინეს ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთები.
რა უნდა იცოდეთ აეროპორტში შესვლამდე?
კონტროლის ჯგუფები მუშაობენ როგორც გაფრენის, ისე მოფრენის ზონებში. უსიამოვნებებისა და გაძევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად თან იქონიეთ:
-
ორიგინალი პასპორტი (მხოლოდ ID ბარათი / ფოტო ტელეფონში საკმარისი არ არის);
-
ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი (მოქმედი ვიზა, ბინადრობის ბარათი — Karta Pobytu, ან უვიზო დღეების ზუსტი ნაშთი);
-
შესაბამისი ვიზა/სამუშაო უფლება, თუ პოლონეთში დასაქმების მიზნით შედიხართ.
მოამზადა ნათია ქიმაძემ