kartuli.news ქართული მედია ევროპაში Kartuli.News
  • ჩვენს შესახებ
  • პროექტები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • ანალიტიკური ბლოგი kartuli.news Kartuli.News სტატიები›
  • KA EN PL
  • ძებნა
  • შესვლა
პაატა გოგუა

პაატა გოგუა

19 ნამუშევარი

პაატა გოგუა, დავიბადე აჭარაში, დაბა ჩაქვში. ფოტოგრაფია ჩემს ცხოვრებაში ძალიან სასაცილო და სპონტანური მიზეზით შემოვიდა, რომლის გახსენებაც კი არ მინდა, თუმცა მიზეზების მიუხედავად, ძალიან მიხარია, რომ გამიჩნდა უნარი და სურვილი, თითქმის ყველაფერი, რასაც ვხედავ, წარმოვიდგინო როგორც კადრი, შევამჩნიო მასში განათება, მომენტი, რაკურსი და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, სილამაზის სხვაგვარი აღქმა შემძინა.
ეს ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 14-15 წლის რომ ვიყავი. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ იმ პერიოდს, ვხვდები, რომ ვერც კი ვამჩნევდი, როგორ ღვივდებოდა ნელ-ნელა ჩემში ლამაზი კადრების გადაღების ინტერესი. დაახლოებით 18 წლის რომ ვიყავი, მაშინ გამიჩნდა პირველი კამერა. მახსოვს, ძალიან მიხაროდა და ყველაფერს ვიღებდი. რაღაც პერიოდის შემდეგ მომინდა, რომ განვვითარებულიყავი, მესწავლა უკეთ გადაღება და ვცდილობდი ყველა გზით მიმეღო ახალი ცოდნა: მეგობრებს ვეკითხებოდი, იუთუბზე ვუყურებდი ყველაფერს, ვცდილობდი ბევრი ფოტო დამეთვალიერებინა. ჩემს გზაზე იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც აქვთ წვლილი იმაში, რომ დღეს ჩამოვყალიბდი როგორც ფოტოგრაფი და არამარტო — ზოგადადაც უკეთესი პიროვნება გამვხდარიყავი, რისთვისაც მათი მადლობელი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე.
უშუალოდ ჩემს სტილს რაც შეეხება, თავიდან იყო უბრალოდ გამოკვლევა — ვცდილობდი გადამეღო ყველაფერი და მიზანიც ის მქონდა, რომ ყველანაირი ფოტო გადამეღო ერთნაირად კარგად. ბევრს ვმუშაობდი ამისთვის. ყველაზე მეტად პეიზაჟების გადაღება მიყვარდა, განსაკუთრებით — ზღვის. მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ზღვისპირა დაბაში დავიბადე, გავიზარდე და ალბათ მიზიდავდა რაღაცნაირად ზღვა. კამერის ყიდვიდან რამდენიმე წელში გადავწყვიტე, რომ მინდოდა კომერციული გადაღებებიც მეცადა. აქაც გადავწყვიტე, რომ უნივერსალი ვყოფილიყავი და ვცდილობდი ბევრნაირი ტიპის კომერციული გადაღება გამომეცადა.
რამდენიმე წლის წინ კი ჩემს ფოტოგრაფიის სამყაროში მოხდა გადატრიალება. ისევ გარკვეული ადამიანების დახმარებით (ზოგადად ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ხშირად მიმართლებს იმაში, რომ სწორ ადამიანებს ვხვდები) აღმოვაჩინე ისეთი რაღაცები, რასაც მანამდე ვერ ვამჩნევდი, და ჩემი ინტერესის სფერო სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ლამაზი პეიზაჟებიდან გადავერთე ქუჩის და კონცეპტუალურ ფოტოგრაფიაზე. დავიწყე რამდენიმე ფოტოსერიაზე და ფოტოწიგნზე მუშაობა, რომლებზეც დღემდე ვმუშაობ მომავალი პროექტებისთვის. ეს ყველაფერი იყო თითქოს ის, რასაც ვეძებდი, მაგრამ აქამდე არ ვიცოდი, რომ ვეძებდი. თითოეული კადრის გადაღებამდე უკვე ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, თუ როგორ გადმოვცე ფოტოების საშუალებით ჩემი აზრები, მსოფლმხედველობა თუ ემოციები. როცა ეს ახალი სამყარო აღმოვაჩინე, დავიწყე ჩემი მთავარი მოღვაწეობის სფეროს (საბრძოლო ხელოვნებები) შესახებ ფოტოპროექტი — Fight. ამ პროექტის დაწყებიდანვე ცოტა ხანში ადგილობრივი თანამედროვე ხელოვნების სივრცე დამიკავშირდა და შემომთავაზა, მომეწყო პერსონალური გამოფენა. შესაბამისად, 2024 წელს მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა. ამის შემდეგ გავაგრძელე მუშაობა იგივე ფოტოსერიაზე და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კიდევ რამდენიმეზე.
ფოტოგრაფია — ჩემი ცხოვრების შეუცვლელი ნაწილი, ზოგჯერ სასიამოვნო, ზოგჯერ ცოტა სევდიანი, საინტერესო და რაც მთავარია, ჩემი გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება.

Facebook გაზიარება
გალერეის ლობი ყველა ავტორის ნახვა

ნამუშევრები

პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუა
12 ნახვა
პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუა
9 ნახვა
პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუა
8 ნახვა
[აპაატა გოგუას ნამუშევრები

[აპაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუა
8 ნახვა
პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუა
8 ნახვა
პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუა
8 ნახვა
პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუას ნამუშევრები

პაატა გოგუა
7 ნახვა
  • « წინა
  • 1
  • 2
  • შემდეგი »
kartuli.news ქართული მედია ევროპაში Kartuli.News

KARTULI.NEWS Sp. z o.o. · NIP: 8971974068 · KRS: 0001247926 · REGON: 54501074600000

მენიუ
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • პროექტები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • ამბები
  • Kartuli TV
ინფორმაცია
  • პოლონეთის გზამკვლევი
  • გალერეა
  • კინო
  • გუნდი
პარტნიორები
  • Kartuli.news - შეცნობითი პოლონეთი
სიახლეების გამოწერა

მიიღე ახალი ამბები პირდაპირ ელფოსტაზე.

© 2026 Kartuli.News. ყველა უფლება დაცულია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოყენების წესები ქუქიები
Avatar

თანამშრომლის პროფილი

ბიოგრაფია