ანალიტიკური ბლოგი kartuli.news Kartuli.News სტატიები›
Kartuli.News
  • ჩვენს შესახებ
  • პროექტები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • შესვლა
  • KA EN PL
გალერეის ლობი გახდი ავტორი
რჩეული ავტორები

ყველა ავტორის ნახვა

აღმოაჩინეთ ორიგინალური ფერწერა, ფოტოგრაფია და ხელოვნების სხვა ნიმუშები ჩვენი პორტალის მომხმარებლებისგან

Anano Katashvili Anano Katashvili ანანო ყატაშვილი მოყვარული ფოტოგრაფია. ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს და ყოველდღიურ ცხოვრებას შემოქმედებით საქმიანობასთან შეთავსებას ცდილობს. ფოტოგრაფია მისთვის გზაა, რომ ირგვლივ არსებულ გარემოს - ადამიანებს, ადგილებსა და იმ მარტივ მომენტებს - დააკვირდეს, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა ჩვენს ცხოვრებაზე სინამდვილეში ბევრს ამბობს. Elene Giorgadze Elene Giorgadze Emilia Bartkowska Emilia Bartkowska Indigo Fleur Indigo Fleur მე ვარ ინდიგო — ადამიანი, რომელიც სამყაროს უბრალოდ კი არ უყურებს, არამედ მას უმცირეს დეტალებამდე შეიგრძნობს. ჩემი ისტორია გარდატეხის ასაკში დაიწყო, როდესაც საკუთარი თავის აღმოჩენასა და შეცნობას ვიწყებდი. სწორედ მაშინ შემხვდა სტატია ინდიგო ბავშვებზე და ზუსტად საკუთარი თავი ვიპოვე. სიტყვა „ინდიგო“ ძალიან ჩემეულად ვიგრძენი — მასში არის საოცარი, კოსმიური ლურჯი ფერი, მცენარე, ცა და უამრავი საინტერესო დატვირთვა. სოციალურ ქსელში პირველად რომ დარეგისტრირდი, ნამდვილი სახელის მაგივრად ინდიგო დავიწერე. წლები გავიდა და ეს სახელი ისე შემესისხლხორცა, დღეს ნამდვილ სახელზე რეაქციაც კი არ მაქვს. ინდიგო გახდა ჩემი ერთადერთი იდენტობა. ბავშვობიდან ვხატავ და სამყაროს ყოველთვის განსხვავებულად აღვიქვამდი. ერთ დღესაც გავიაზრე დროის არსებობა — ის, რომ წარმავალ წუთებს ვერასოდეს დააბრუნებ და წამის წინ მომხდარიც კი უკვე წარსულია. საშინლად მინდოდა მოგონებების შენახვა, ამიტომ ბავშვურ ხერხს მივმართავდი: უცხო, ლამაზ ადგილებში თუ წავიდოდი, ყვავილები და ფოთლები მოგონებად მოგქონდა, ვაჰერბარიუმებდი, თარიღს ვაწერდი და ალბომში ვინახავდი, რათა წლების შემდეგ გადაშლისას ისევ შემეგრძნო ბუნების ნიავი, შრიალი და სილამაზე. ცოტა რომ გავითარდი, ფოტოგრაფია აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ზუსტად ფოტოაპარატი იყო ის, რაც მჭირდებოდა. ჩემი გზა საკმაოდ ეკლიანი აღმოჩნდა. საქართველოში საყვარელი პროფესიით „თავის რჩენა“ ძალიან, ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრულიად მარტო ხარ, არ გაქვს არანაირი ბექრაუნდი, არ გყავს მშობლები თუ გავლენიანი ნათესავები. უამრავი სამსახური გამოვიცვალე, რათა ქირის, საკვებისა და ელემენტარული საჭიროებების პარალელურად აპარატის ფული შემეგროვებინა. ოფისურ სამსახურებში სული მეხუთებოდა, ვგრძნობდი, როგორ ვნაცრისფერდებოდი. ერთ საღამოს, სახლში დაბრუნებულმა Pink Floyd-ის მოსმენისას უცებ აღმოვაჩინე, რომ წრეზე ვბრუნავდი და ჩემს High Hopes-ს ვკარგავდი. მეორე დღესვე წამოვედი ყველა სამსახურიდან. დანაზოგი არ მქონდა, ამიტომ დაიწყო ტანსაცმლის მოხატვა და სამკაულების კეთება, რისი შემოსავლითაც 80 ლარად ჩემი პირველი, ძალიან ძველი კამერა (Nikon D70s) და 70 ლარად ობიექტივი ვიყიდე. უბედნიერესი ვიყავი. ფუნქციებში საერთოდ ვერ ვერკვეოდი, არც ფოტოგრაფი ნაცნობები მყავდა, უბრალოდ დავდიოდი, ვიღებდი და გონებაში არსებულ სცენებს ვდგამდი. გარშემო ყველა მეუბნებოდა, რომ „დავფრინავდი“, რომ დრო იყო „მიწაზე დავშვებულიყავი“ და „პრაგმატულად მებიჯა“, მაგრამ საკუთარი თავის ისეთი ჯადოსნური რწმენა მქონდა, რომ ამ ნეგატივს საერთოდ არ ვისმენდი. ჩემთვის ფოტოგრაფია „კნოპკაზე თითის დაჭერა“ არ არის; ეს ხელოვნებაა, სადაც ჩემი შინაგანი სამყარო გადამქვს. ჩემი საყვარელი სტილი გოთიკა და სურეალიზმია, ჩემი ვიზუალი კი პირდაპირ გამოხატავს იმას, თუ როგორ ვგრძნობ თავს. შთაგონებას მუსიკიდან, წიგნებიდან და ფილმებიდან ვიღებ — როცა სცენის იდეა მიჩნდება, გონებაში იქვე იხატება გმირის ესკიზი და მოდელებსაც ამის მიხედვით ვეძებ. საყვარელი ფოტოგრაფი არასოდეს მყოლია, რადგან ჩემს ნამუშევრებში ისე გამოვხატავ ჩემს სამყაროს, რომ სხვასთან ამას ვერც დავინახავ. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საათობით ჯდომისგან ხერხემლის გაუსაძლისი ტკივილები მაწუხებს და ფოტოგრაფის შრომა ხშირად დაუფასებელია, ვიცი, რომ ჩემს გზას ვდგავარ. მხოლოდ იმ ადამიანებს შესწევთ უნარი შეიცნონ ამ სფეროს მთელი არსი, ვინც ამ ეკლიან გზას გამოივლის და მაინც არ დანებდება. თუ ფოტოგრაფია ნამდვილად თქვენი სულის გამოძახილია, არასოდეს დანებდეთ. ბევრჯერ დაეცემით — ნუ დაელოდებით სხვის გამოწვდილ ხელს, მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინეთ და თავად წამოდექით. როგორც გურამ დოჩანაშვილმა თქვა: „ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე“. ხელოვნება კი არასოდეს დაგტოვებთ. Maciej Kokosza Maciej Kokosza Margarita Khubua Margarita Khubua nika Khubua nika Khubua Toma Maglakelidze Toma Maglakelidze დავიბადე 1994 წლის 1 ნოემბერს, ქალაქ ოზურგეთში, თუმცა სკოლის დამთავრებამდე ვცხოვრობდი ბორჯომში. 2012 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის პროგრამაზე. 2018 წლამდე ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი სხვადასხვა გაზეთში, რადიოში და ტელევიზიაში, ასევე ვთანამშრობლობდი ფოტო-ვიდეო სტუდიებთან. 2018 წლიდან შევიცვალე სამუშაო სფერო გადავედი სასტუმროების პიარ და მარკეტინგულ განყოფილებაში. 2019 წლიდან კი ვცხოვრობ და ვმუშაობ პოლონეთში. ჩემი ჰობია მოგზაურობა და ფოტოების გადაღება. გიორგი სანიკიძე გიორგი სანიკიძე გიორგი სანიკიძე — ხელოვანი, რომელიც კადრებსა და ბგერებს შორის ეძებს ესთეტიკას "ჩემთვის მთავარია თანამედროვე, ხარისხიანი, განსხვავებული და დახვეწილი გემოვნება — იქნება ეს მუსიკაში, ფოტოგრაფიაში თუ ცხოვრების სტილში." დავიბადე 1990 წლის 10 ივნისს, ქუთაისში. როგორც ტიპურ ტყუპებს, ბავშვობიდანვე მახასიათებდა სიახლეების, განსხვავებული მიმართულებებისა და ხელოვნებისადმი განსაკუთრებული ინტერესი. ჩემი შემოქმედებითი გზა მუსიკით დაიწყო: ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში აღმოვაჩინე ბგერების სამყარო. მოგვიანებით, სასკოლო წლებში, ჩემი ყურადღება უცხოურმა მუსიკალურმა ტელეარხებმა (MTV, Music Box) მიიპყრო. ჩემთვის აღმოჩენად იქცა პოლონური ჰიპ-ჰოპი თავისი უნიკალური ჟღერადობით, რასაც პარალელურად ენერგიული Rock & Metal (AC/DC, Iron Maiden, King Diamond) და კლასიკური Pop (Modern Talking, CC Catch, Avril Lavigne) დაემატა. ეს მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური გამოცდილება დღემდე განსაზღვრავს ჩემს განსაკუთრებულ ხედვას. მუსიკასთან ერთად, ყოველთვის მიტაცებდა კინემატოგრაფია და ტექნოლოგიები. დღეში რამდენიმე ფილმის ყურება ჩემთვის ვიზუალური კულტურისა და კადრის აღქმის ერთგვარ სკოლად იქცა. პარალელურად, დამოუკიდებლად შევისწავლე კომპიუტერული ინჟინერია და პროგრამული უზრუნველყოფა, რამაც სტუდენტობის წლებში ტექნიკურ სფეროში პირველი წარმატებული ნაბიჯები გადამადგმინა. 2015 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა — ელექტრონული მუსიკის სამყაროს ვეზიარე. მსოფლიო ჟანრების სიღრმისეული კვლევის შემდეგ, ჩემი ინდივიდუალური სტილი ვიპოვე, ხოლო DJ SOMALIM-თან მუშაობამ მიქსებისა და რემიქსების შექმნის პროფესიონალურ ხელოვნებას მაზიარა, რასაც დღესაც წარმატებით ვაგრძელებთ. ფოტოგრაფია, რომელიც თავიდან მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებით დაიწყო, 2017 წლიდან ჩემს მთავარ პროფესიად და თვითგამოხატვის ფორმად იქცა. დღეს მე ვქმნი სრულფასოვან ფოტო და ვიდეო პროდუქციას. ჩემი სპექტრი ფართოა: ქორწილები, ბანკეტები, ბოლო ზარები, პორტრეტები და ბუნების ფოტოგრაფია. ჩემი სამუშაო სტილი უნიკალურია — მთელ პროცესს, გადაღებიდან დაწყებული, ფოტო-ვიდეო მონტაჟითა და სრულყოფილი კლიპის შექმნით დასრულებული, აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ასისტენტების გარეშე ვასრულებ და კლიენტს უმოკლეს დროში (7 დღეში) ვაწვდი უმაღლესი ხარისხის ნამუშევარს. განსაკუთრებულ შთაგონებას მიმზიდველ მოდელებთან მუშაობა და თავგადასავლებით სავსე გადაღებები მანიჭებს. ჩემთვის უდიდესი ადრენალინი და სიამოვნებაა ის მომენტი, როდესაც ჩემი ხედვით შექმნილი კადრი იდეალური გამოდის და მაყურებელში "შოკისმომგვრელ" ემოციას იწვევს. მე ვარ ხელოვანი, რომელიც არასოდეს სჯერდება სტანდარტულს და ყოველთვის ეძებს იმ განსხვავებულ შტრიხს, რაც კადრს ხელოვნების ნიმუშად აქცევს. თათია ჯინჭარაძე თათია ჯინჭარაძე მე თათია ჯინჭარაძე ვარ, დავიბადე 1995 წლის 26 ივნისს, ქალაქ ოზურგეთში. ჩემი ცხოვრების 31 წელი საკუთარი თავის პოვნას მივუძღვენი და ეს ძიება — პროფესია იქნება თუ ჰობი — ყოველდღე გრძელდება. ფოტოგრაფია კი ჩემთვის ის ერთადერთი რამაა, რასაც სამყაროში დროის გაჩერება შეუძლია. თინათინ  ღოღელიანი თინათინ ღოღელიანი მე ვარ ᲗინაᲗინ ᲦოᲦელიანი 28 წლის, დავიბადე 1998 წლის 12 თებერვალს ქ. ქუᲗაისᲨი ბავᲨვობიდან მიზიდავდა ფოტოების გადაᲦება ბუნებაᲨი და საერᲗოდ ყველაფერზე, რამაც კი ᲨეიᲫლება სიმᲨვიდე მოგიტანოს და სულის სიᲦრმემდე აგაფორიაქოს. იყო პერიოდი როცა არ მინდოდა არაფერი და მოვწყდი ყველას , ეს გამომდინარეობდა ცხოვრებიდან , მოკლედ გავᲗავისუფლდი სულიერი Ჭრილობებიდან,დიდი დრო დამᲭირდა მაგრამ ᲨევᲫელი და Შევიხორცე იარები ახლა კი უკვე დავუბრუნდი მას, რაც მანიᲭებს სიმᲨვიდეს და სილაᲦეს. ნათია სტეფანიშვილი ნათია სტეფანიშვილი გამარჯობა, მე ვარ ნათია სტეფანიშვილი,დავიბადე ქ. თბილისში, დავამთავრე განათლების ფაკულტეტი და ადიქციის კვლევები მაგისტრატურაში, ასევე ვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში.. უკვე რამდენიმე წელია, რაც ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს ვქმნი. ჩემი შემოქმედებითი გზა კოვიდპანდემიის პერიოდში დაიწყო თავდაპირველად ეს ჩემთვის უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასატარებელი ჰობი იყო. თუმცა, როდესაც ჩემი ნამუშევრების სოციალურ ქსელებში გაზიარება დავიწყე, საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება და დაინტერესება მოჰყვა. სწორედ ასე იქცა პატარა ჰობი ნელ-ნელა ჩემს პატარა შემოსავლის წყაროდ, შემდეგ კი საყვარელ საქმედ და შემოქმედებით საქმიანობად. ✨ დღეს უკვე ვქმნი ხელნაკეთ ყურძნის მტევნებსა და უნიკალურ ჩანთებს. ხელნაკეთი ყურძნების შექმნა ჩემთვის მხოლოდ ხელობა არ არის — ის ჩემი ქვეყნის, მისი კულტურისა და ტრადიციების სიყვარულის გამოხატულებაა. საქართველო ღვინის სამშობლოა და სწორედ ამან შთამაგონა, შემექმნა ყურძნის მტევნები, რომლებიც ქართულ იდენტობასა და მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის კულტურას წარმოაჩენს. უდიდეს სიხარულს მანიჭებს ის ფაქტი, რომ ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. უცხოელი სტუმრები დიდი სიყვარულით ეცნობიან ქართულ კულტურას, აფასებენ ჩვენს ტრადიციებს და თან მიაქვთ საქართველოს ნაწილი — ხელით, სიყვარულითა და ნატურალური ქვებით შექმნილი ყურძნის მტევნები. ჩემთვის თითოეული ნამუშევარი მხოლოდ დეკორაცია არ არის. ის არის საქართველოს ისტორიის, ტრადიციისა და მასპინძლობის პატარა სიმბოლო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აგრძელებს ქართული კულტურის შესახებ მოყოლას. თითოეულ ნამუშევარში ვცდილობ, ჩემი ხელწერა, სიყვარული და ინდივიდუალობა ჩავდო. აქსესუარების შექმნა არის შესაძლებლობა, ხელოვნებითა და ხელნაკეთი ნივთებით ადამიანებს სილამაზე, განსხვავებულობა და ქართული კულტურის სიყვარული გავუზიარო. 🍇🤍დედა კი ქმნის ბავშვებისთვის საყვარელ პერსონაჟებს, ხელნაკეთი ნაქსოვი სათამაშოები დიდ მოწონებას იმსახურებს ადამიანებში. ნაქსოვ ნამუშევრებსაც იხილავთ ჩემს გვერდზე .. ქრისტინე რობაქიძე ქრისტინე რობაქიძე ქრისტინე რობაქიძე- მხატვარი, ილუსტრატორი, ხელოვნებათმცოდნე. • დაიბადა ქუთაისში- 1987 წლის 23 ივლისს. დაამთავრა ქუთაისის აკ.წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენა, ლიტერატურა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი . სხვადასხვა წლებში ქონდა პერსონალური გამოფენები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში , ხელოვნების ფესტივალებსა და საერთაშორისო პლენერებზე. არის ორი პოეტური წიგნის ავტორი. პერსონალური გამოფენები 2015 ბათუმი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი 2013 ქუთაისი, ხელოვნების ფესტივალი ‘ვენტილაცია 2013 თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2012 თურქეთი, მალათიის ხელოვნების ფესტივალი 2011 ქუთაისი, დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა 2009 გალერეა ”არსი”, თბილისი, საქართველო. 2007ე.ახვლედიანის სახ. სახლ-მუზეუმი, ბათუმი, საქართველო. 2007 ქუთაისის მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზი ”ვარლა”, საქართველო. 2006 წყალტუბოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი, საქართველო. 2004დ.კაკაბაძის სახ.სახვითი ხელოვნების გალერეა, ქუთაისი, საქართველო 2004 თბილისის ისტორიის მუზეუმი- ”ქარვასლა”, საქართველო. 2003 ორდუ, თურქეთი. 2003 ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრი, საქართველო. 2002 ქუთაისის ლინგვისტურ ცენტრი, საქართველო. 2002ლ.გუდიაშვილის სხ. მხატვრის სახლი, ბათუმი, საქართველო. ჯგუფური გამოფენები: 2007 Cyber Theatre of indirect action Collaboration of words and body, ქუთაისი , კლინიკური საავადმყოფო 2011 ქართველ და პოლონელ მხატვართა პლენერი და გამოფენა ქუთაისის დ.კაკაბაძის სახ. გალერეაში 2015 Street Art Fusion, Lviv, Ukraine 2012 საგამოფენო დარბაზი 'ვარლა' თანამედროვე ხელოვნების საღამო 2012 2 მაისი, ქუთაისი ‘ArtClub Exhibition’ 2013 ზუგდიდი, ქუთაისელ მხატვართა გამოფენის კვირეული 2020 არტისტერიუმი, ქუთაისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციები : საქართველო,თურქეთი,ნორვეგია,გერმანია,ამერიკის შეერთებული შტატები.
პარტნიორები
  • Kartuli.news - შეცნობითი პოლონეთი

KARTULI.NEWS Sp. z o.o. · NIP: 8971974068 · KRS: 0001247926 · REGON: 54501074600000

მენიუ
  • მთავარი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • გამოყენების წესები
  • ქუქიები
  • გუნდი
  • პოლონეთის გზამკვლევი
  • გალერეა
სიახლეების გამოწერა

მიიღე ახალი ამბები პირდაპირ ელფოსტაზე.

© 2026 Kartuli.News. ყველა უფლება დაცულია

Avatar

თანამშრომლის პროფილი

ბიოგრაფია