ნათია სტეფანიშვილი
გამარჯობა, მე ვარ ნათია სტეფანიშვილი,დავიბადე ქ. თბილისში, დავამთავრე განათლების ფაკულტეტი და ადიქციის კვლევები მაგისტრატურაში, ასევე ვამზადებ მოსწავლეებს ინგლისურ ენაში..
უკვე რამდენიმე წელია, რაც ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს ვქმნი. ჩემი შემოქმედებითი გზა კოვიდპანდემიის პერიოდში დაიწყო თავდაპირველად ეს ჩემთვის უბრალოდ დროის სასიამოვნოდ გასატარებელი ჰობი იყო. თუმცა, როდესაც ჩემი ნამუშევრების სოციალურ ქსელებში გაზიარება დავიწყე, საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება და დაინტერესება მოჰყვა.
სწორედ ასე იქცა პატარა ჰობი ნელ-ნელა ჩემს პატარა შემოსავლის წყაროდ, შემდეგ კი საყვარელ საქმედ და შემოქმედებით საქმიანობად. ✨
დღეს უკვე ვქმნი ხელნაკეთ ყურძნის მტევნებსა და უნიკალურ ჩანთებს. ხელნაკეთი ყურძნების შექმნა ჩემთვის მხოლოდ ხელობა არ არის — ის ჩემი ქვეყნის, მისი კულტურისა და ტრადიციების სიყვარულის გამოხატულებაა.
საქართველო ღვინის სამშობლოა და სწორედ ამან შთამაგონა, შემექმნა ყურძნის მტევნები, რომლებიც ქართულ იდენტობასა და მრავალსაუკუნოვან მეღვინეობის კულტურას წარმოაჩენს.
უდიდეს სიხარულს მანიჭებს ის ფაქტი, რომ ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს. უცხოელი სტუმრები დიდი სიყვარულით ეცნობიან ქართულ კულტურას, აფასებენ ჩვენს ტრადიციებს და თან მიაქვთ საქართველოს ნაწილი — ხელით, სიყვარულითა და ნატურალური ქვებით შექმნილი ყურძნის მტევნები.
ჩემთვის თითოეული ნამუშევარი მხოლოდ დეკორაცია არ არის. ის არის საქართველოს ისტორიის, ტრადიციისა და მასპინძლობის პატარა სიმბოლო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აგრძელებს ქართული კულტურის შესახებ მოყოლას.
თითოეულ ნამუშევარში ვცდილობ, ჩემი ხელწერა, სიყვარული და ინდივიდუალობა ჩავდო.
აქსესუარების შექმნა არის შესაძლებლობა, ხელოვნებითა და ხელნაკეთი ნივთებით ადამიანებს სილამაზე, განსხვავებულობა და ქართული კულტურის სიყვარული გავუზიარო. 🍇🤍დედა კი ქმნის ბავშვებისთვის საყვარელ პერსონაჟებს, ხელნაკეთი ნაქსოვი სათამაშოები დიდ მოწონებას იმსახურებს ადამიანებში. ნაქსოვ ნამუშევრებსაც იხილავთ ჩემს გვერდზე ..