ანალიტიკური ბლოგი kartuli.news Kartuli.News სტატიები›
Kartuli.News
  • ჩვენს შესახებ
  • პროექტები
  • გალერეა
  • კონტაქტი
  • შესვლა
  • KA EN PL
გალერეის ლობი ყველა ნამუშევარი გახდი ავტორი
Indigo Fleur

Indigo Fleur

მე ვარ ინდიგო — ადამიანი, რომელიც სამყაროს უბრალოდ კი არ უყურებს, არამედ მას უმცირეს დეტალებამდე შეიგრძნობს. ჩემი ისტორია გარდატეხის ასაკში დაიწყო, როდესაც საკუთარი თავის აღმოჩენასა და შეცნობას ვიწყებდი. სწორედ მაშინ შემხვდა სტატია ინდიგო ბავშვებზე და ზუსტად საკუთარი თავი ვიპოვე. სიტყვა „ინდიგო“ ძალიან ჩემეულად ვიგრძენი — მასში არის საოცარი, კოსმიური ლურჯი ფერი, მცენარე, ცა და უამრავი საინტერესო დატვირთვა. სოციალურ ქსელში პირველად რომ დარეგისტრირდი, ნამდვილი სახელის მაგივრად ინდიგო დავიწერე. წლები გავიდა და ეს სახელი ისე შემესისხლხორცა, დღეს ნამდვილ სახელზე რეაქციაც კი არ მაქვს. ინდიგო გახდა ჩემი ერთადერთი იდენტობა.

ბავშვობიდან ვხატავ და სამყაროს ყოველთვის განსხვავებულად აღვიქვამდი. ერთ დღესაც გავიაზრე დროის არსებობა — ის, რომ წარმავალ წუთებს ვერასოდეს დააბრუნებ და წამის წინ მომხდარიც კი უკვე წარსულია. საშინლად მინდოდა მოგონებების შენახვა, ამიტომ ბავშვურ ხერხს მივმართავდი: უცხო, ლამაზ ადგილებში თუ წავიდოდი, ყვავილები და ფოთლები მოგონებად მოგქონდა, ვაჰერბარიუმებდი, თარიღს ვაწერდი და ალბომში ვინახავდი, რათა წლების შემდეგ გადაშლისას ისევ შემეგრძნო ბუნების ნიავი, შრიალი და სილამაზე. ცოტა რომ გავითარდი, ფოტოგრაფია აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ზუსტად ფოტოაპარატი იყო ის, რაც მჭირდებოდა.

ჩემი გზა საკმაოდ ეკლიანი აღმოჩნდა. საქართველოში საყვარელი პროფესიით „თავის რჩენა“ ძალიან, ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სრულიად მარტო ხარ, არ გაქვს არანაირი ბექრაუნდი, არ გყავს მშობლები თუ გავლენიანი ნათესავები. უამრავი სამსახური გამოვიცვალე, რათა ქირის, საკვებისა და ელემენტარული საჭიროებების პარალელურად აპარატის ფული შემეგროვებინა. ოფისურ სამსახურებში სული მეხუთებოდა, ვგრძნობდი, როგორ ვნაცრისფერდებოდი. ერთ საღამოს, სახლში დაბრუნებულმა Pink Floyd-ის მოსმენისას უცებ აღმოვაჩინე, რომ წრეზე ვბრუნავდი და ჩემს High Hopes-ს ვკარგავდი. მეორე დღესვე წამოვედი ყველა სამსახურიდან. დანაზოგი არ მქონდა, ამიტომ დაიწყო ტანსაცმლის მოხატვა და სამკაულების კეთება, რისი შემოსავლითაც 80 ლარად ჩემი პირველი, ძალიან ძველი კამერა (Nikon D70s) და 70 ლარად ობიექტივი ვიყიდე. უბედნიერესი ვიყავი. ფუნქციებში საერთოდ ვერ ვერკვეოდი, არც ფოტოგრაფი ნაცნობები მყავდა, უბრალოდ დავდიოდი, ვიღებდი და გონებაში არსებულ სცენებს ვდგამდი.

გარშემო ყველა მეუბნებოდა, რომ „დავფრინავდი“, რომ დრო იყო „მიწაზე დავშვებულიყავი“ და „პრაგმატულად მებიჯა“, მაგრამ საკუთარი თავის ისეთი ჯადოსნური რწმენა მქონდა, რომ ამ ნეგატივს საერთოდ არ ვისმენდი. ჩემთვის ფოტოგრაფია „კნოპკაზე თითის დაჭერა“ არ არის; ეს ხელოვნებაა, სადაც ჩემი შინაგანი სამყარო გადამქვს. ჩემი საყვარელი სტილი გოთიკა და სურეალიზმია, ჩემი ვიზუალი კი პირდაპირ გამოხატავს იმას, თუ როგორ ვგრძნობ თავს. შთაგონებას მუსიკიდან, წიგნებიდან და ფილმებიდან ვიღებ — როცა სცენის იდეა მიჩნდება, გონებაში იქვე იხატება გმირის ესკიზი და მოდელებსაც ამის მიხედვით ვეძებ. საყვარელი ფოტოგრაფი არასოდეს მყოლია, რადგან ჩემს ნამუშევრებში ისე გამოვხატავ ჩემს სამყაროს, რომ სხვასთან ამას ვერც დავინახავ.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ საათობით ჯდომისგან ხერხემლის გაუსაძლისი ტკივილები მაწუხებს და ფოტოგრაფის შრომა ხშირად დაუფასებელია, ვიცი, რომ ჩემს გზას ვდგავარ. მხოლოდ იმ ადამიანებს შესწევთ უნარი შეიცნონ ამ სფეროს მთელი არსი, ვინც ამ ეკლიან გზას გამოივლის და მაინც არ დანებდება.

თუ ფოტოგრაფია ნამდვილად თქვენი სულის გამოძახილია, არასოდეს დანებდეთ. ბევრჯერ დაეცემით — ნუ დაელოდებით სხვის გამოწვდილ ხელს, მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინეთ და თავად წამოდექით. როგორც გურამ დოჩანაშვილმა თქვა: „ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე“. ხელოვნება კი არასოდეს დაგტოვებთ.

გაზიარება
ნამუშევრები

Indigo Fleur

indigo fleur ნამუშევრები
indigo fleur ნამუშევრები Indigo Fleur
0
indigo fleur ნამუშევრები
indigo fleur ნამუშევრები Indigo Fleur
0
  • « წინა
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • შემდეგი »
პარტნიორები
  • Kartuli.news - შეცნობითი პოლონეთი
მენიუ
  • მთავარი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • გამოყენების წესები
  • ქუქიები
  • გუნდი
  • პოლონეთის გზამკვლევი
  • გალერეა
სიახლეების გამოწერა

მიიღე ახალი ამბები პირდაპირ ელფოსტაზე.

© 2026 Kartuli.News. ყველა უფლება დაცულია

Avatar

თანამშრომლის პროფილი

ბიოგრაფია