
ქართველი მებრძოლების წარმატებული ასპარეზობა საერთაშორისო არენაზე გრძელდება. ამერიკულ ჭიდაობის პრესტიჟულ ორგანიზაცია RAF-ში (Real Wrestling Action) მერაბ "მანქანა" დვალიშვილი და ახალგაზრდა ტალანტი საბა ლაზიშვილი მორიგ შეხვედრებს 19 დეკემბერს ჩაატარებენ. ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა.
მერაბ დვალიშვილის მეტოქე ცნობილია, ლაზიშვილი გამარჯვებულს ელოდება
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მოწინააღმდეგის ვინაობა უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია. 19 დეკემბერს ქართველი "მანქანა" ნიდერლანდელ კენზო ბიიონგს დაუპირისპირდება, რომლისთვისაც ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იქნება.
რაც შეეხება 21 წლის თავისუფალი სტილით მოჭიდავე საბა ლაზიშვილს, მისი მეტოქე 28 ნოემბერს, RAF 15-ის ეგიდით დაგეგმილ სერხიო პეტისსა და კოდი გარბრანდტის დაპირისპირებაში გაირკვევა - ქართველი სწორედ ამ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილი დღეს მუჰამედ მოკაევმაც გამოიწვია, თუმცა პრომოუშენის ხელმძღვანელ ჩედ ბერნშტეინს ამ ეტაპზე განსხვავებული გეგმები აქვს.
შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილი ფართო საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტით გაიცნო, სადაც ახალგაზრდა ქართველი სასტუმროში მერაბ დვალიშვილს უსმან ნურმაგომედოვსა და მის თანმხლებ პირებთან კონფლიქტის დროს დაეხმარა.