Story Image
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი საერთაშორისო ასპარეზობის წინ, მეტოქეთა ბანაკში ყურადღებას კვლავ ქართველი ვარსკვლავების ფაქტორი იპყრობს. უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, იაროსლავ ხომამ უკრაინულ გამოცემა Sport.ua-სთან ინტერვიუში მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ქვეყნის გუნდი საქართველოსთან არ წააგებს. უკრაინელი ვეტერანის აზრით, ამის მთავარი მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაა.

უკრაინული მხარის შეფასება და კვარაცხელიას ფაქტორი

იაროსლავ ხომამ განვლილი მატჩებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ უკრაინის ნაკრებს ბოლო პერიოდში გარკვეულწილად იღბალმაც შეუწყო ხელი:

"როდესაც ჩვენმა გუნდმა სასტარტო მატჩებში ბუდაპეშტში მოიგო და თბილისში არ წააგო, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მაშინ ისიც კი გავიფიქრე: ზედმეტად არ უნდა მოვიხიბლოთ, რომ მერე იმედი არ გაგვიცრუვდეს-მეთქი. რადგან ახალი მწვრთნელის, ანდრეა მალდერას შეგირდებს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებიათ, სადღაც იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. რაც შეეხება ზედიზედ სამ წაგებას, ასეთია რეალობა, ასეთი საშუალო დონე აქვს ჩვენს ნაკრებს. თუმცა, ვფიქრობ, საქმე დაქვეითებამდე არ მივა. მომდევნო კვირას ქართველებთან მგონია, რომ არ წავაგებთ, რადგან მათ მთავარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია არ ეყოლებათ და მეეჭვება, ამ თამაშში გამარჯვება შეძლონ."

მატჩის განრიგი და ისტორია

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის თბილისში გამართული დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა. გუნდებს შორის მომდევნო მატჩი 17 ნოემბერს, სლოვაკეთში, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება და ევროპის დროით 20:45 საათზე,ხოლო საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლაცია ემიგრანტებისთვის Kartuli. news - ზე.
იხილეთ კალენდრის ბმული: https://kartuli.info/0QKjoq