Story Image
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი უკვე სლოვაკეთში, კოშიცეში ჩაფრინდა, სადაც 17 ნოემბერს უკრაინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ სტადიონზე ოფიციალურ ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩატარდება, სადაც მთავარი მწვრთნელი და ნაკრების ფეხბურთელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

რთული პერიოდი და სტატისტიკა

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ამ საპასუხისმგებლო მატჩს საკმაოდ რთულ სატურნირო და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხვდება:

  • უკრაინა: ზედიზედ 4 შეხვედრაა გამარჯვება არ მოუპოვებია (1 ფრე, 3 წაგება).
  • საქართველო: ზედიზედ 9 ოფიციალური მატჩია ვერ იგებს (2 ფრე, 7 წაგება).

უნგრეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ანტირეკორდი გაუფორმდა - გუნდმა ზედიზედ ხუთი ოფიციალური შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დაასრულა, რაც სერიოზულ საფიქრალს უჩენს სამწვრთნელო შტაბს.

შეხვედრის დრო და ადგილი

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის თბილისში გამართული პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება და ევროპის დროით 20:45 საათზე დაიწყება,ხოლო საქართველოს დროით 23:45 საათზე.

ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლაცია ემიგრანტებისთვის Kartuli.news - ზე.
 იხილეთ კალენდრის ბმული: https://kartuli.info/0QKjoq