2027 წლისთვის პოლონეთში სოციალური დაზღვევის შენატანები იზრდება: ბიზნესის ახალი ტვირთი

პოლონეთის მთავრობამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური დაზღვევის (ZUS) შენატანების მნიშვნელოვანი ზრდა ასახა, რაც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2,5 მილიონ მეწარმეს შეეხება. აღნიშნული ცვლილება ფინანსური დაგეგმარების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მდგრადობის შენარჩუნებას. ეკონომიკური პროგნოზების თანახმად, მეწარმეთა ფისკალური ტვირთი მომდევნო წლებში თანმიმდევრულად გაიზრდება.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2027 წელს მეწარმეები სოციალური დაზღვევის შენატანების სახით თვეში 2050 ზლოტზე მეტს გადაიხდიან. ეს მაჩვენებელი მოიცავს როგორც საპენსიო, ისე სოციალური დაზღვევის სხვა კომპონენტებს, რომელთა გაანგარიშება პოლონეთში საშუალო ხელფასის პროგნოზირებულ ზრდას ეფუძნება. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული ეს ზრდა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან და ინფლაციურ მოლოდინებთან.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ექსპერტების აზრით, შენატანების ზრდამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც მოგების მარჟა დაბალია.

,,სოციალური შენატანების მუდმივი ზრდა დამატებითი ფინანსური წნეხია იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც ცდილობენ ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებას", - აღნიშნავენ ეკონომიკური ანალიტიკოსები.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ცხადყოფს, რომ შენატანების ზრდა გარდაუვალი პროცესია, რომელიც განპირობებულია დემოგრაფიული ცვლილებებითა და საპენსიო სისტემის დაფინანსების აუცილებლობით. 2027 წლისთვის დაგეგმილი ცვლილებები პოლონეთის საგადასახადო სისტემის რეფორმირების ფართო კონტექსტში განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა ეტაპობრივია, საბოლოო ჯამში, ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მეწარმეთა ყოველთვიურ ხარჯებზე.

მოამზადა ნათია ქიმაძემ