უკრაინელი მუშახელის გარეშე პოლონეთის ეკონომიკას კრიზისი ემუქრება: დამსაქმებელთა შეფასებები

პოლონეთის შრომის ბაზარზე უკრაინელი მიგრანტების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.პოლონელი დამსაქმებლები ერთხმად აცხადებენ, რომ უკრაინელი მუშახელის მასობრივმა გასვლამ შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ექსპერტთა შეფასებით, პოლონეთის ეკონომიკა ამჟამად დიდწილად ეყრდნობა უცხოელ მუშახელს, რომელთა შორის უკრაინის მოქალაქეები რაოდენობრივად დომინანტურ პოზიციას იკავებენ.

პოლონური ბიზნესის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ უკრაინელი თანამშრომლების გარეშე პოლონეთის ეკონომიკას კოლაფსი ემუქრება. დამსაქმებელთა კავშირების განცხადებით, ბაზარზე არსებული დემოგრაფიული დეფიციტი უკვე დიდი ხანია, რაც ივსება მიგრანტების მიერ. „თუ უკრაინელები წავლენ, მთავრობას მოუწევს სასწრაფო წესით ასობით ათასი მუშახელის მოზიდვა სხვა ქვეყნებიდან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანაა“, – აღნიშნავენ ბიზნესის წარმომადგენლები.

ეკონომიკური ანალიზის თანახმად, უკრაინელი მუშახელის გარეშე პოლონური საწარმოები, მშენებლობის სექტორი და მომსახურების სფერო მყისიერად იგრძნობდა კადრების მწვავე უკმარისობას. ეს პროცესი, თავის მხრივ, გამოიწვევს წარმოების შემცირებას, მომსახურების გაძვირებას და საბოლოოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპის შენელებას. დამსაქმებლები ხაზს უსვამენ, რომ პოლონეთის შრომის ბაზარი არ არის მზად ასეთი მასშტაბის შოკისთვის.

მოამზადა ნათია ქიმაძემ