
პოლონეთის ტატრების ყველაზე მაღალ მწვერვალებზე სეზონის პირველი თოვლი მოვიდა, სადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა — მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიული ზაფხული ოფიციალურად 23 სექტემბრამდე გრძელდება.
პოლონეთის მეტეოროლოგიის ინსტიტუტის ცნობით, მომდევნო დღეებში 1 600 მეტრზე მაღალ სიმაღლეებზე თოვლის საფარი ეტაპობრივად გაიზრდება, ხოლო მთის ბილიკებზე გადაადგილების პირობები გაუარესდება.
პოლონეთის ყველაზე მაღალთამიან სათხილამურო კურორტ Kasprowy Wierch გავრცელებულ ფოტო-ვიდეო კადრებში ჩანს, თუ როგორ იფარება ტატრების ლანდშაფტი თეთრი საბურველით.
მეტეოროლოგიის ინსტიტუტმა ტატრების რეგიონისთვის წვიმის გამო პირველი დონის გაფრთხილება გამოსცა, რომელიც ოთხშაბათამდე დარჩება ძალაში.
საპროგნოზო მონაცემებით, ოთხშაბათამდე რეგიონში 20-დან 35 მილიმეტრამდე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო მაღალ მთაში ნალექის რაოდენობამ შესაძლოა 60 მმ-ს მიაღწიოს.
ამასთანავე, მომდევნო დღეებში ტატრების მაღალ ზონაში შესაძლოა 30 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდეს.
ადგილობრივი ხელისუფლება მოლაშქრეებსა და ტურისტებს აფრთხილებს, რომ მთის ბილიკებზე პირობები რთული იქნება — მოსალოდნელია შეზღუდული ხილვადობა, ძლიერი ქარი და სველი, ფეხისასრიალებელი გზები.
მოამზადა ნათია ქიმაძემ