Story Image

40 წლის შემდეგ იმ ისტორიული საღამოს გახსენებისას, პირველ რიგში, თვალში გეცემათ იმ ეპოქის ტელეწამყვანების დახვეწილობა. HBO-ს ლეგენდარული სამეული - ბარი ტომპკინსი, "შუგარ" რეი ლეონარდი და ლარი მერჩანტი - ლას-ვეგასის "ჰილტონში" სმოკინგებში გამოწყობილნი შეიკრიბნენ იმ მოვლენისთვის, რომელსაც მერჩანტმა "უფრო გვირგვინის კურთხევა უწოდა, ვიდრე უბრალოდ ორთაბრძოლა".

1986 წლის 22 ნოემბერს, სულ რაღაც 20 წლისა და 4 თვის მაიკ ტაისონს კრივის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმეწონოსან ჩემპიონად კურთხევა ელ

ბრუკლინელი ბიჭი, რომელიც ლეგენდარულმა კას დ'ამატომ იშვილა და აღზარდა, რინგზე ტრადიციული თეთრი პირსახოცით გამოვიდა, რომელსაც შუაში ხვრელი ჰქონდა ამოჭრილი. მას ეცვა თავისი საკულტო შავი ტრუსი - რის გამოც $5,000-იანი ჯარიმა დააკისრეს, რადგან მოქმედმა ჩემპიონმა ტრევორ ბერბიკმაც შავი ფერის სამოსი აირჩია, მაიკი კი ჯერ ჩემპიონი არ იყო.

ტაისონის რინგზე გამოჩენა სპორტულ ჩარჩოებს სცილდებოდა. ეს იყო შეტაკება ადამიანის ყველაზე ბნელ პირველყოფილ ენერგიასთან. ის საკუთარი ნიკაპის წინ აღმართული ხელებით უახლოვდებოდა მეტოქეს, შიგნიდან ფეთქებადი აპერკატებითა და ულმობელი მარჯვენა ჰუკებით ანგრევდა მათ თავდაცვას.

"ჩემთან ახალგაზრდა ბიჭი მოდის ნაპერწკლით. მე ამ ნაპერწკალს ვუვლი, სანამ ალად არ იქცევა. შემდეგ ალს ვკვებ, სანამ ცეცხლად არ გადაიქცევა, ხოლო ცეცხლს მანამ ვუმატებ ენერგიას, სანამ მობობოქრე ხანძრად არ იქცევა. სწორედ ეს უნდა გავაკეთო", - ამბობდა კას დ'ამატო HBO-ს ისტორიულ დოკუმენტურ კადრებში.

ყველამ იცოდა, რომ WBC-ის მოქმედი ჩემპიონი ტრევორ ბერბიკი ურთულესი გამოცდის წინაშე დგებოდა. იმავე ნოემბრამდე ტაისონს მხოლოდ იმ ერთ წელიწადში 12 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. მათ შორის იყო ჯო ფრეიზერის შვილის, მარვის ფრეიზერის განადგურება 30 წამში, და ჯესი ფერგიუსონის ნოკაუტი.

1986 წლის 22 ნოემბერი: ტრევორ ბერბიკს შანსი არ ჰქონია

"ის რინგზე ვეფხვივით დააბიჯებდა"

ბარი ტომპკინსი იხსენებს, თუ როგორ თრგუნავდა ტაისონი მეტოქეებს ჯერ კიდევ პირველი დარტყმის განხორციელებამდე:

"ატლანტიკ-სიტიში ხოსე რიბალტას ებრძოდა. რიბალტა რეიტინგში მეოთხე ან მეხუთე ნომერი იყო. ტაისონი რინგზე ვეფხვივით დააბიჯებდა და თვალს არ აშორებდა მეტოქეს. ჰიმნის შესრულებას, ცნობილი სტუმრებისა და მსაჯების წარდგენას 10-12 წუთი დასჭირდა და ამ ხნის განმავლობაში მას მზერა არ მოუცილებია. ეს სიტყვასიტყვით იყო მზერა, რომელსაც მოკვლა შეეძლო. გახსენითი ზარის წინ რიბალტას შევხედე - ის თავის კუთხეში იჯდა და რინგიდან გასასვლელს ეძებდა."

იმ ისტორიულ საღამოს ლას-ვეგასში რინგის ირგვლივ $1,000-იან VIP ადგილებზე ისეთი ვარსკვლავები ისხდნენ, როგორებიც არიან რობ ლოუ, ედი მერფი, კირკ დაგლასი, სილვესტერ სტალონე, ასევე კრივის ლეგენდები: თომი ჰერნსი, ჰექტორ "მაჩო" კამაჩო, ლარი ჰოლმსი, მაიკლ სპინქსი, არჩი მური და თავად მუჰამედ ალი.

ტრევორ ბერბიკმა მუჰამედ ალი კარიერის დასრულებამდე მიიყვანა

ბერბიკმა სცადა აგრესიით საპასუხო დარტყმების მიყენება, თუმცა პირველივე რაუნდში მძიმედ დაიჭრა. მეორე რაუნდის მიწურულს, ტაისონის უძლიერესი კორპუსის დარტყმისა და საფეთქელში მოხვედრილი მოკლე მარცხენა ჰუკის შემდეგ, ჩემპიონმა წონასწორობა დაკარგა. ის სამჯერ სცადა ფეხზე წამოდგომა, თუმცა სხეული არ ემორჩილებოდა.

რეფერი მილს ლეინმა ბრძოლა შეაჩერა. სწორედ ამ დროს წარმოთქვა ბარი ტომპკინსმა ფრაზა, რომელიც ოქროს ასოებით ჩაწერა კრივის ისტორიაში:

"ყველაფერი დასრულდა! სულ ეს არის. კრივში ახალი ერა დაიწყო…"

იმ მომენტში ტაისონის რეკორდი 28-0 გახდა (25 ნოკაუტით). 1956 წელს, როდესაც ფლოიდ პატერსონმა მძიმე წონის ტიტული მოიპოვა, ის თითქმის 22 წლის იყო - წლითა და შვიდი თვით უფროსი, ვიდრე ტაისონი ბერბიკთან შეხვედრისას. 20 წლის "რკინის მაიკლმა" მსოფლიოს უმძიმესი დივიზიონი დაიპყრო და კრივის სამყაროს სამუდამოდ შეუცვალა სახე.