Story Image
ვის გაუგზავნიდი 2000 ზლოტს საქართველოში და რატომ? - Kartuli.News და Ria Money Transfer პოლონეთში მცხოვრებ ქართველებს შესაძლებლობას აძლევენ, საკუთარი ისტორია გააზიარონ და საქართველოში მათთვის მნიშვნელოვან ადამიანს 2000 PLN გაუგზავნონ.

Kartuli.News და Ria Money Transfer პოლონეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის ერთობლივ ვიდეოკონკურსს - „2000 მიზეზი“ - იწყებენ.

კონკურსის მთავარი კითხვა მარტივია: ვის გაუგზავნიდი 2000 ზლოტს საქართველოში და რატომ?

მონაწილეებმა მოკლე ვიდეოში უნდა გვიამბონ რეალური ისტორია - ვინ არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში დაეხმარებოდნენ, რატომ სჭირდება მას ეს დახმარება და რა მნიშვნელობა ექნებოდა მისთვის 2000 ზლოტს.

კონკურსის გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება, Ria Money Transfer-ის ვარშავის ცენტრალური ოფისიდან მის მიერ შერჩეულ ადამიანს საქართველოში სრულიად უფასოდ გადაურიცხოს 2000 PLN.

მნიშვნელოვანია, რომ 2000 ზლოტი გამარჯვებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა. თანხა პირდაპირ გადაირიცხება გამარჯვებულის მიერ დასახელებულ, საქართველოში მყოფ ბენეფიციარზე, Ria-ს მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და იდენტიფიკაციის პროცედურების დაცვით.

კონკურსში მონაწილეობისთვის პროფესიონალური კამერა ან სპეციალური ტექნიკა საჭირო არ არის - ვიდეოს გადაღება ჩვეულებრივი სმარტფონითაც შეიძლება. ვიდეო უნდა იყოს ვერტიკალური, 9:16 ფორმატის, მისი ხანგრძლივობა კი 30-დან 60 წამამდე. გამოსახულება და ხმა მკაფიოდ აღქმადი უნდა იყოს. მონაწილე თავად უნდა ჩანდეს კადრში და ისაუბროს ქართულად. სხვა ენაზე ჩაწერილ ვიდეოს უნდა ახლდეს ქართული სუბტიტრები ან განმარტება. ვიდეოში საავტორო უფლებებით დაცული ფონური მუსიკის გამოყენება დაუშვებელია.

ვიდეოს ჩაწერისას მონაწილემ თავდაპირველად მოკლედ უნდა წარადგინოს საკუთარი თავი და თქვას, პოლონეთის რომელ ქალაქში ცხოვრობს. ამის შემდეგ მთავარი ნაწილი სწორედ საკუთარ ისტორიას უნდა დაეთმოს: ვის გაუგზავნიდა 2000 ზლოტს საქართველოში, რატომ აირჩია ეს ადამიანი, რისთვის სჭირდება მას თანხა და რას შეცვლიდა ეს დახმარება მის ცხოვრებაში.

კონკურსისთვის მთავარი არა პროფესიონალური მონტაჟი, არამედ ისტორიის შინაარსი და მისი ბუნებრივად გადმოცემაა. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ისტორიის გულწრფელობა და დამაჯერებლობა, თემასთან შესაბამისობა და ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს 2000 ზლოტს თანხის მიმღებისთვის.

მონაწილეობის მიღება შეუძლია სრულწლოვან, 18 წელს მიღწეულ პირს, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობს პოლონეთში. მონაწილეს უნდა ჰქონდეს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პასპორტი ან ბინადრობის ბარათი. გამარჯვების შემთხვევაში მას უნდა შეეძლოს პირადად გამოცხადება Ria Money Transfer-ის ვარშავის ოფისში და საქართველოში დასახელებული ბენეფიციარის მონაცემების წარდგენა გადარიცხვის კანონიერად განსახორციელებლად. მონაწილე ასევე უნდა დაეთანხმოს კონკურსის ოფიციალურ წესებსა და მის მიერ წარდგენილი ვიდეომასალის საჯაროდ გამოყენებას.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კონკურსისთვის განკუთვნილი სარეგისტრაციო ფორმის შევსება და ვიდეოს ატვირთვა. ფორმაში მონაწილემ უნდა მიუთითოს სახელი და გვარი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ან ელექტრონული ფოსტა.ასევე საჭირო იქნება პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ვიდეოს საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ შესაბამისი თანხმობების გაცემა.

Kartuli.News-ისა და Ria-ს სამუშაო ჯგუფი მიღებულ ვიდეოებს გამოქვეყნებამდე გადაამოწმებს. არ გამოქვეყნდება ვიდეო, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, დისკრიმინაციას, მესამე პირების პერსონალური მონაცემების უნებართვო გამჟღავნებას, გადაუმოწმებელ მძიმე ბრალდებებს ან საავტორო უფლებების დარღვევას.

გამარჯვებულის გამოსავლენად გამოყენებული იქნება 50/50 შეფასების სისტემა. საბოლოო შედეგის 50% აუდიტორიის ჩართულობაზე იქნება დამოკიდებული - სოციალურ ქსელში ვიდეოზე მიღებული ერთი ვალიდური რეაქცია ერთ ხმად ჩაითვლება. საეჭვო ან ყალბი ანგარიშებიდან მიღებული აქტივობა არ იქნება გათვალისწინებული. დარჩენილი 50% Kartuli.News-ისა და Ria Money Transfer-ის ერთობლივი ჟიურის შეფასებაზე მოდის.

ჟიური თითოეულ ისტორიას რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასებს: თემასთან შესაბამისობა - 20 ქულა; ისტორიის დამაჯერებლობა და გულწრფელობა - 25 ქულა; 2000 ზლოტის შესაძლო გავლენა თანხის მიმღებზე - 25 ქულა; თხრობის მანერა - 15 ქულა; ტექნიკური მოთხოვნების დაცვა - 15 ქულა.

ფინალისტების ვიდეოები გამოქვეყნდება ერთიან ფორმატში, რის შემდეგაც დაიწყება აუდიტორიის ხმის მიცემა და ჟიურის პარალელური შეფასება. ქულების დაჯამების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, ხოლო 2000 ზლოტის გადარიცხვა განხორციელდება Ria Money Transfer-ის ვარშავის ოფისში.

თუ პოლონეთში ცხოვრობ და უკვე იცი, ვის გაუგზავნიდი 2000 ზლოტს საქართველოში და რატომ - მოგვიყევი შენი ისტორია. გადაიღე 30–60-წამიანი ვიდეო, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და მიიღე მონაწილეობა „2000 მიზეზში“.

შესაძლოა, სწორედ შენი ისტორია გახდეს ის ისტორია, რომელიც 2000 ზლოტის რეალურ დახმარებად გადაიქცევა.

შენ ვის გაუგზავნიდი 2000 ზლოტს საქართველოში და რატომ?

იხილეთ: რეგისტრაციის ბმული



მოამზადა ნათია ქიმაძემ