პოლონეთში მცხოვრებმა ქართველმა მებრძოლმა, ირაკლი გვიდანმა, MMA Polska-ის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა ტურნირზე ოთხივე შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა.Story Image2026 წლის 27 ივნისს პოლონეთში გამართულ MMA Polska-ის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა სპორტსმენმა ირაკლი გვიდანმა. მან ტურნირის განმავლობაში ოთხი ბრძოლა ჩაატარა და ოთხივე დაპირისპირებაში დროზე ადრე, სუფთა გამარჯვება - საბმიშენით (მტკივნეული/მახრჩობელა ილეთით) მოიპოვა, რის შედეგადაც ოქროს მედალს დაეუფლა.

 

 

ირაკლი გვიდანი ამჟამად ვარშავაში ცხოვრობს, სადაც აქტიურ სპორტულ კარიერას ეწევა და ადგილობრივ კლუბებში ვარჯიშობს.

Kartuli.News-თან საუბრისას სპორტსმენმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ის ბავშვებს არ ავარჯიშებს, აღნიშნავს, რომ აქვს შესაბამისი პროფესიული ცოდნა და სურვილი, რომ მომავალში, შესაძლებლობის შემთხვევაში, მწვრთნელის ამპლუაშიც სცადოს ძალები და ახალგაზრდა თაობასთან იმუშაოს.

ჩვენი რედაქცია ულოცავს ირაკლი გვიდანს მიღწეულ შედეგს და სპორტულ ასპარეზზე შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

სპორტსმენის მხარდასაჭერად და მისი ასპარეზობის უფრო დეტალურად სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ მის ოფიციალურ ინსტაგრამ-გვერდს, რომლის ბმულსაც პუბლიკაციას თან ვურთავთ. იხილეთ: ინსტაგრამი

მოამზადა ნათია ქიმაძემ