ირმა ნებაძე - პოლონური ენის მასწავლებელი
აღწერა
მე ვარ ირმა — საკუთარ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგი. მჯერა, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მისია მასწავლებლობაა.
ჩემი პედაგოგიური გზა საქართველოში, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან დაიწყო. სვირის საჯარო სკოლაში მასწავლებლად მუშაობა ჩემთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო.
დღესდღეობით, ჩემს მოსწავლეებთან ერთად პირველ ნაბიჯებს ვდგამ უცხო მიწაზე წინსვლისა და წარმატებისთვის. ონლაინ ფორმატში ვამზადებ როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს — მსურველებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მჯერა, როცა ენას ის გიხსნის, ვისაც ეს გზა თავად აქვს გავლილი, სწავლის პროცესი ბევრად მარტივი, ბუნებრივი და მეგობრული ხდება.
ჩემი მიზანია, ენის ათვისება არ იყოს მშრალი გრამატიკული წესების ზეპირება. მინდა, თითოეულმა მოსწავლემ შეიყვაროს პოლონური ენა და თავი თავისუფლად იგრძნოს ახალ გარემოში.
ჩვენი გაკვეთილები მრავალფეროვნებით, ხალისითა და ცოდნითაა გაჯერებული. თითოეული მოსწავლის წარმატება ცოდნისა და თავისუფლების სამყაროში ერთად გატარებული საინტერესო თავგადასავლის შედეგია.