ლოკაცია კულტურა და განათლება თამარ მანჯავიძე - ჩემი გზა პოლონურ ენამდე და თქვენამდე

თამარ მანჯავიძე - ჩემი გზა პოლონურ ენამდე და თქვენამდე

კულტურა და განათლება დადასტურებული ბიზნესი დაკეტილია 5.0 (2) პოლონეთი, Poland

აღწერა

გამარჯობა! 👋

მინდა, მოკლედ გაგეცნოთ.

ვარ პედაგოგი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, თუმცა უკვე ოთხი წელია ჩემი მთავარი საქმიანობა პოლონური ენის სწავლებაა.

ჩემი პედაგოგიური გზა 2003 წელს დაიწყო — ვკითხულობდი ლექციებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო ლიცეუმში. მოგვიანებით დავაარსე საკუთარი ენის ცენტრი, რომელიც 2015 წლამდე წარმატებით ფუნქციონირებდა.

შემდეგ პროფესიული განვითარება პოლონეთში გავაგრძელე. ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში დავასრულე დოქტორანტურა და მოვიპოვე განათლების სოციოლოგიის დოქტორის ხარისხი. სწორედ პოლონეთში ცხოვრებისა და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში საფუძვლიანად შევისწავლე პოლონური ენა და კულტურა.

დღეს უკვე 20 წელზე მეტი პედაგოგიური გამოცდილება მაძლევს შესაძლებლობას, პოლონური ენა ვასწავლო არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ისე, რომ მსმენელმა რეალურ ცხოვრებაში თავისუფლად გამოიყენოს გაკვეთილზე ათვისებული მასალა.

ჩემთან სწავლა ნიშნავს:
პრაქტიკულ და სასაუბრო პოლონურს;
📚 თანამედროვე და ეფექტურ სწავლების მეთოდებს;
🎯 ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული სტუდენტის მიზნებისა და ტემპის მიხედვით;
💬 მეგობრულ გარემოს, სადაც შეცდომების დაშვების არ შეგეშინდებათ.

პარალელურად ვასწავლი ინგლისურ ენასაც, თუმცა ჩემი მთავარი მიმართულება დღეს პოლონური ენის სწავლება და პოლონეთში ცხოვრებისათვის საჭირო ენობრივი უნარების განვითარებაა.

თუ გსურთ პოლონური ენის შესწავლა გამოცდილი პედაგოგისა და განათლების სფეროს დოქტორის ხელმძღვანელობით — სიამოვნებით დაგეხმარებით ამ გზაზე!

სამუშაო საათები

ორშაბათი 18:00 – 23:00
სამშაბათი 18:00 – 23:00
ოთხშაბათი 18:00 – 23:00
ხუთშაბათი 18:00 – 23:00
პარასკევი 18:00 – 23:00
შაბათი 09:00 – 13:00
კვირა 18:00 – 23:00

მდებარეობა რუკაზე