ყველა სპეციალისტი № 0005
თინათინ კაპანაძე
ექიმები · 14 წლის გამოცდილება
Tbilisi, საქართველო
თავისუფალია შეკვეთებისთვის ვერიფიცირებული
ჩემ შესახებ
თინათინ კაპანაძე — ექიმი მეან-გინეკოლოგი, მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით მეანობის, გინეკოლოგიისა და ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. არის საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის წევრი.
2002–2008 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. 2008–2010 წლებში პროფესიული მომზადება განაგრძო ქ.კიევის პ. ლ. შუპიკის სახელობის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების აკადემიაში. 2017 წელს გაიარა კოლპოსკოპიისა და კრიოდესტრუქციის მეთოდების შესაბამისი მომზადება ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტში.
პროფესიული საქმიანობა დაიწყო ქ. კიევის №1 სამშობიარო სახლში კლინიკურ ორდინატორად 2012–2013 წლებში მუშაობდა შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ გარდაბნის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში მეან-გინეკოლოგად, ხოლო ამავე პერიოდში — დავით ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლში მეან-გინეკოლოგად.
2013–2019 წლებში მუშაობდა რუსთავის სამშობიარო სახლში მეან-გინეკოლოგად და რუსთავის №1 ქალთა კონსულტაციაში — გინეკოლოგად. 2019 წლიდან დღემდე მუშაობს სამედიცინო კორპორაცია „ევექსში“ გინეკოლოგის პოზიციაზე.
ექიმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
1.ორსულობის დაგეგმვა და ანტენატალური მართვა;
2.გინეკოლოგიური და რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; 3.საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და ფონური დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
4.კოლპოსკოპია;
5.შობადობის რეგულაცია (კონტრაცეფცია);
6.ქალის კლიმაქტერული პერიოდის მართვა.
ამჟამად პაციენტებს იღებს ს.ს„ევექსი" ისნის პოლიკლინიკაში“.
კლინიკაში პაციენტების მიღების პარალელურად, თინათინ კაპანაძე ასევე ატარებს ონლაინ კონსულტაციებს, რაც პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ ექიმის პროფესიული კონსულტაცია ქალთა ჯანმრთელობის, გინეკოლოგიური და რეპროდუქციული საკითხების შესახებ.
თინათინ კაპანაძე ქართულ ენას ფლობს მშობლიურ დონეზე, ინგლისურს — B1, ხოლო რუსულს — B2 დონეზე. ასევე ფლობს Microsoft Word, Microsoft Excel და Microsoft PowerPoint პროგრამებს.

უნარები
შესრულებული სამუშაოები
-
01 მეან-გინეკოლოგიური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება
ორსულობის დაგეგმვა და ანტენატალური მართვა; გინეკოლოგიური და რეპროდუქციული დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა; საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და ფონური დაავადებების პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა; კოლპოსკოპია; კონტრაცეფცია და ქალის კლიმაქტერული პერიოდის მართვა.