ყველა სპეციალისტი № 0002

ანა როგავა

ანა როგავა

ტექნოლოგიები · 6 წლის გამოცდილება

ვროცლავი, პოლონეთი

თავისუფალია შეკვეთებისთვის ვერიფიცირებული

ჩემ შესახებ

ბიზნეს დეველოპმენტი, ოპერაციათა მეენეჯერი, პროექტ მენეჯმენტი

ბიზნეს ოპერაციებისა და კომერციული მენეჯმენტის მიმართულებით 5+ წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი. მაქვს ბიზნეს-ურთიერთობების, კომერციული პროცესებისა და ოპერაციების მართვის, პროექტების კოორდინაციისა და ბიზნესის ზრდის ხელშეწყობის გამოცდილება.

ვმართავდი 40-ზე მეტ ბიზნეს-ურთიერთობას და ვმუშაობდი მათი განვითარებისა და მასშტაბირების მიმართულებით, რაც რიგ შემთხვევებში 100–200%-იან ზრდაში აისახა. ჩემი გამოცდილება მოიცავს კომერციული პროცესების მართვას, პარტნიორებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას, ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა **ბიზნეს ოპერაციების გაუმჯობესება** — ვქმნი და ვნერგავ სამუშაო სისტემებსა და პროცესებს, რომლებიც ზრდის ეფექტიანობას, ამცირებს ზედმეტ მექანიკურ სამუშაოს და აჩქარებს შესრულების პროცესს. განხორციელებული პროცესების ოპტიმიზაციის შედეგად, სამუშაოს შესრულების დრო 70%-ით, ხოლო ხელით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა 87%-ით შევამცირე.

ასევე მაქვს **კროსფუნქციური პროექტების მართვისა და გუნდების კოორდინაციის** გამოცდილება — ვაკავშირებ სხვადასხვა მიმართულებას, ვმართავ პროცესებს, ვაკონტროლებ შესრულებას და უზრუნველვყოფ, რომ პროექტები შეთანხმებული მიზნებისა და ვადების შესაბამისად განხორციელდეს.

ჩემი ძირითადი კომპეტენციებია:
• Business Operations & Process Management
• Commercial Management
• Account & Partnership Management
• Business Development & Growth
• Project Management
• Process Optimization
• Cross-functional Team Coordination
• Client & Partner Relationship Management

ამჟამად ვეძებ პოზიციებს **Business Operations, Commercial Management, Operations Management, Partnership Management, Account Management ან Project Management** მიმართულებით.

არ ვეძებ პოზიციას, რომლის ძირითადი ფუნქცია cold outreach-ია — ჩემი ძლიერი მხარეა უკვე არსებული ბიზნესპროცესების, ურთიერთობებისა და კომერციული შესაძლებლობების განვითარება და მართვა.

Remote work ready

უნარები

შესრულებული სამუშაოები

შესრულებული სამუშაო ჯერ არ არის დამატებული