ფრედერიკ შოპენის პიანისტთა კონკურსის ფინალი
🎥 ლაივ ტრანსლაცია kartuli.news-ზე! 🛑 ქართველი პიანისტი დავით ხრიკული შოპენის კონკურსის ფინალშია! ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ უყუროთ მე-19 საერთაშორისო ფრიდერიკ შოპენის პიანისტთა კონკურსის ფინალს, სადაც სცენაზე ქართველი პიანისტი დავით ხრიკული გამოვა. ვარშავაში მიმდინარე მე-19 საერთაშორისო ფრიდერიკ შოპენის პიანისტთა კონკურსის ფინალში საქართველოს წარმომადგენელი დავით ხრიკული მოხვდა. ეს უდიდესი წარმატებაა როგორც ახალგაზრდა მუსიკოსისთვის, ისე ქართული კლასიკური მუსიკისთვის. ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ფინალში მონაწილეობას იღებს 11 პიანისტი პოლონეთიდან, კანადიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, მალაიზიიდან და საქართველოდან. დავით ხრიკული ფინალში გამოვა 20 ოქტომბერს, ვარშავის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე), შოპენის კონცერტით სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. შოპენის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პიანისტურ ღონისძიებად ითვლება და ტარდება მხოლოდ ხუთ წელიწადში ერთხელ. ფინალში მოხვედრა საერთაშორისო აღიარებასა და პროფესიულ ბრწყინვალებას ნიშნავს, რომელიც შოპენის სახელთან ასოცირდება.